ფეხბურთი

18:20 | 17.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჩაბი ალონსოს უთანხმოება აქვს მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტთან

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესსა და გუნდის მთავარ მწვრთნელ ჩაბი ალონსოს შორის შეხვედრა შედგა საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ. „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელი უკიდურესად იმედგაცრუებული იყო ესპანური გიგანტის ტურნირზე გამოსვლით. ამის შესახებ Sport.es წერს.

წყაროს ცნობით, პერესსა და ალონსოს შორის შეხვედრაზე უთანხმოება წარმოიშვა თავდაცვითი ნახევარმცველის პოზიციის გაძლიერების საკითხზე. „რეალის“ პრეზიდენტი მზადაა, თანხები მხოლოდ მსოფლიო დონის მოთამაშისთვის გამოყოს, როგორიცაა როდრი „მანჩესტერ სიტიდან“. თუმცა, ამ ეტაპზე, ასეთი ტრანსფერის განხორციელება პრობლემურია.

თავის მხრივ, ალონსო ანჯელო სტილერის („შტუტგარტი“), ნიკოლა ბარელას („ინტერი“) და კიზ სმიტის (აზ „ალკმაარი“) კონტრაქტის გაფორმებას ემხრობა. თუმცა, ეს ვარიანტები პერესს არ აწყობს.

„რეალის“ სპორტული ხელმძღვანელობა აგრძელებს ისეთი ფეხბურთელის ძიებას, რომელიც ალონსოსაც და პერესსაც მოერგება, თუმცა ეს ამოცანა რთულია.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.166546
სარეკლამო ადგილი - 99
X x X