ფეხბურთი

19:25 | 17.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ სპერციანის „კრასნოდარიდან“ ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში ჩაერთო

პსჟ „კრასნოდარის“ ნახევარმცველისა და კაპიტნის, ედუარდ სპერციანის შეძენას ისახავს მიზნად. ამის შესახებ Armenie Football-მა სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი) გაავრცელა ინფორმაცია.

წყაროს ცნობით, პარიზული კლუბის სტრატეგიულმა მრჩეველმა, ლუიშ კამპუშმა, მოლაპარაკებები დაიწყო სომხეთის ნაკრების ფეხბურთელის გარემოცვასთან. პორტუგალიელ სპეციალისტს სურს, ტრანსფერი ამ ზაფხულს განხორციელდეს. ხაზგასმულია, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესია.

გასულ სეზონში სპერციანმა ყველა ტურნირზე 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 11 ბურთი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

შეგახსენებთ, რომ სპერციანმა მძიმე ტრავმის გამო ვერ ითამაშა საქართველო - სომხეთის მარტის ერთა ლიგის მატჩებში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.160274