„ლივერპული“ აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს „აინტრახტთან“ 23 წლის თავდამსხმელის, ჰუგო ეკიტიკეს ტრანსფერის თაობაზე, მას შემდეგ, რაც მერსისაიდელებმა თავად ფეხბურთელთან ექვსწლიანი კონტრაქტი შეათანხმეს. ამის შესახებ Give me Sport იტყობინება.
წყაროს ცნობით, „წითლებმა“ გერმანულ კლუბს ზეპირი შეთავაზება გაუკეთეს, რომლის ღირებულება 70 მილიონ გირვანქას (81.2 მილიონი ევრო) აღემატება და მოლაპარაკებების პროცესს აგრძელებენ, რათა გარიგება უახლოეს დღეებში დაასრულონ.
„აინტრახტი“ ადრე 85 მილიონ გირვანქას (98.6 მილიონი ევრო) მოითხოვდა, მაგრამ ახლა შეიძლება ეკიტიკე 75-80 მილიონ გირვანქადაც (87-92 მილიონი ევრო) გაუშვას, ტრანსფერის სტრუქტურას კი შესაძლოა გადამწყვეტი როლი ჰქონდეს საბოლოო თანხის განსაზღვრაში.
გასულ სეზონში თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე 48 მატჩი ჩაატარა, 22 ბურთი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2029 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.