UFC-ის მებრძოლი მაქს ჰოლოვეი რამდენიმე დღეში მორიგ ბრძოლას ჩაატარებს, სადაც BMF-ის ქამარზე მსუბუქ დივიზიონში დასტინ პორიეს შეხვდება, რომლისთვისაც ეს ბრძოლა კარიერაში უკანასკნელი იქნება.
ბრძოლამდე ჰოლოვეიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა, სადაც მას ილიასთან შესაძლო რემატჩზე ჰკითხეს.
„არ ვიცი რა მოხდება, ყველაფერი დასტინ პორიესტან ბრძოლაზეა დამოკიდებული. თუ იგივე პერფორმანს შემოგთავაზებთ, როგორსაც UFC 300-ზე დარწმუნებული ვარ ილიასთან სატიტულო ბრძოლას მივიღებ, ახლა მხოლოდ მომდევნო ბრძოლაზე ვფიქრობ, მთავარი მისი მოგებაა და თუ პირდაპირ საჩემპიონო ბრძოლას ვერ მივიღებ, ნომერ პირველი კონტენდერი აუცილებლად გავხდები. ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია ის, თუ რა გეგმები აქვს UFC-ის რადგან შესაძლოა ჯერ ილია-პედის ბრძოლა ჩაინიშნოს.“ - განაცხადა ჰოლოვეიმ.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ქვემსუბუქ დივიზიონში მაქს ჰოლოვეის დამარცხება უკვე მოახერხა, როდესაც მეტოქე მესამე რაუნდში გათიშა და საჩემპიონო ქამარი წარმატებით დაიცვა. ჰოლოვეისა და პორიეს ბრძოლა 20 ივლისს გაიმართება.