ფეხბურთი

21:19 | 17.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტერ შტეგენმა ზურგის ოპერაციის გამო შესაძლოა ოთხი თვე გამოტოვოს

„ბარსელონას“ მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ზურგის ოპერაციის ჩატარების ვარიანტს განიხილავს, რის შედეგადაც სერიოზულ დისკომფორტს გრძნობს. 33 წლის მეკარემ შესაძლოა ოთხ თვემდე გამოტოვოს. ამის შესახებ Sport.es იტყობინება.

წყაროს ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გერმანელი ფეხბურთელი გუნდთან ერთად აზიურ ტურნეზე გაემგზავროს. ის ბოლო რამდენიმე დღეა სპორტდარბაზში ვარჯიშობს და გამოჯანმრთელებას ცდილობს, მაგრამ ამ ეტაპზე ეს მიდგომა ეფექტური არ აღმოჩნდა.

ხაზგასმულია, რომ ტერ შტეგენის ტრავმა ზაფხულში „ბარსელონადან“ მის პოტენციურ წასვლას უშლის ხელს. ამავდროულად, მეკარემ შესაძლოა მომავალ ზამთარში ახალი გუნდის ძებნა დაიწყოს, რათა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების მთავარი მეკარის ადგილი დაიკავოს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.093903