ქუთაისის "ტორპედომ" კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახური "ორდაბასის" ბარიერი დაძლია და შემდეგ ეტაპზე ითამაშებს. იმერულმა კლუბმა ორი მატჩის ჯამში მეტოქე 5:4 დაამარცხა.
სტუმრად გამართული მატჩში "ტორპედომ" ფრედ 1:1 ითამაშა, რაც შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა, რადგან ქართულმა კლუბმა საკუთარ მოედანზე მეტოქე 4:3 დაამარცხა. შეხვედრა "ტორპედოსთვის" კარგად დაიწყო და მე-13 წუთზე ირაკლი ბიძინაშვილმა ანგარიში გახსნა და საკუტარი კლუბის უპირატესობა ორ ბურთიანი გახადა. მეორე ნახევარი ქართული გუნდისთვის არასახარბიელოდ დაიწყო, რადგან შეხვედრის მთავარმა მსაჯმა საბა კვირკველიას მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდა გააძევა. ამის შემდეგ, "ორდაბასმა" უპირატესობა მოიპოვა და მომენტებსაც ქმნიდნენს, თუმცა ოთო გოშაძე მოწოდების სიმაღლეზე იყო, მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება მსაჯის მიერ კომპესირებულ დროში შეძლეს, თავი ჟუმაბეკიმ გამოიჩინა. საბოლოოდ მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტორპედოს" მეტოქე "ომონია"' იქნება, რომელიც ქუთაისელებისთვის უცხო ნამდვილად არაა, გასულ წელს "ტორპედო" სწორედ კვიპროსულ კლუბთან დამარცხდა. პირველი შეხვედრა კვიპროსში 24 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხო მატჩს ქუთაისი 31 ივლისს უმასპინძლებს.
"ორდაბასი" - "ტორპედო 1:1
0:1 ბიძინაშვილი (13)
1:1 ჟუმაბეკი (90+6)
(ორი მატჩის ჯამში 4:5)