კონფერენს ლიგის პირველ შესარჩევ რაუნდში ლუქსემბურგში მოგებული პირველი თამაშის შემდეგ (1:2), „დილას“ მწვრთნელ-ფეხბურთელები კარგ გუნებაზე იყვნენ და ეს მათ თამაშსაც დაეტყო „თენგიზ ბურჯანაძეზე.“
მით უმეტეს, 34-ე წუთზე სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ. ბოსნიელმა არბიტრმა, მილოშ გიგოვიჩმა პირდაპირი წითელი ბარათი უჩვენა ფრანგ მეკარე რომენ რუფიეს.
„დილას“ წარმატების მთავარი მიზეზი გუნდურობა გახლდათ. ცხადია, ძალიან გახარებული იყო მათი მთავარი მწვრთნელი დიეგო ლონგო.
გამარჯვების გოლი კი სენეგალელმა იბრაიმა დრამემ გაიტანა 91-ე წუთზე. მალელი ბუბაქარ კონტეს გადაცემით.
„დილა“ შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც ლატვიურ „რიგას“ შეხვდება. მატჩები 24და 31 ივლისს გაიმართება.
„დილა“ – „რასინგი“ 1:0
1:0 დრამე (90+1)
(ორი მატჩის ჯამში 3:1)