დონეცკის "შახტარი" რომლის ღირსებასაც ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი იცავენ, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
უკრაინელებმა ფინური "ილვესის" ბარიერი მარტივად გადალახეს და შემდეგ ეტაპზე "ბეშიქთაშს" დაუპირისპირდება. დღეს ფინეთში გამართული განმეორებითი მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა, თუმცა "შახტარმა" ყველაფერი პირველ მატჩში გადაწყვიტა, რომელშიც 6:0 იმარჯვა.
ირაკლი აზაროვმა პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და სრულად ითამაშა, ხოლო გოჩოლეიშვილი თამაშში 55-ე წუთიდან ჩაერთო.
შეგახსენებთ, რომ "ბეშიქთაშსა" და "შახტარს" შორის პირველი მატჩი თურქეთში 24 ივლისს გაიმართება, ხოლო განმეორებითი 31 ივლისს.