ფეხბურთი

0:05 | 18.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

დირკ შუსტერი: “უზომოდ ბედნიერი ვარ, გუნდის თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ"

ქუთაისის „ტორპედომ" კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახური "ორდაბასის" ბარიერი დაძლია და შემდეგ ეტაპზე ითამაშებს. ყაზახეთში გამართული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ, ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა დირკ შუსტერმა პრესკონფერენცია გამართა.

"დღეს დილით პაატა ღუდუშაურს ვესაუბრე. მითხრა, რომ მზად იყო გუნდისთვის მაქსიმალურად დახარჯულიყო. თამაშზე სხვა გეგმით გამოვედით, მაგრამ მოვლენების ასეთმა განვითარებამ ბევრი რამ შეცვალა. გვსურდა შეგვეტია, თუმცა მეორე ტაიმში პრიორიტეტი საკუთარი კარის დაცვა იყო, სორი მანე დაგვჭირდა და ცვლილებები გავაკეთე. მთავარია, შემდეგ ეტაპზე ვართ. ახლა მომდევნო მეტოქისთვის დავიწყებთ მზადებას.” - განაცხადა შუსტერმა.

შეგახსენებთ, რომ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტორპედოს" მეტოქე "ომონია"' იქნება. პირველი შეხვედრა კვიპროსში 24 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხო მატჩს ქუთაისი 31 ივლისს უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.091097