ფეხბურთი

0:23 | 18.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

უცნაური მატჩი კონფერენს ლიგაზე: 60 დარტყმა ერთი გუნდისგან, 0:4-ის შემდეგ 5:0...

კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე უცნაური მატჩი გაიმართა, უცნაური თამაშის სცენარით, ანგარიშით, საბოლოო შედეგით და კიდევ ბევრი რამით...

ფარერების „რუნავიკმა“ ერთი კვირის წინ საკუთარ მოედანზე ფინური „ჰიკი“ 4:0 გაანადგურა და თითქოს, მეორე ეტაპთან ახლოს იყო. თუმცა, ფინეთში ყველაფერი შეიცვალა.

„რუნავიკი“ მე-15 წუთზე ნესის გაძევების გამო რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. ამის შემდეგ „ჰიკმა“ ძალიან დიდი სათამაშო უპირატესობამოიპოვა და ანგარიშიც მალევე გახსნა - გაძევებიდან სამ წუთში.

„რუნავიკმა“ მეორე გოლი მეორე ტაიმის სტარტზე გაუშვა, თუმცა 79-ე წუთამდე ახერხებდა 0:2-ის შენარჩუნებას (ორი მატჩის ჰამში 4:2-ს იგებდა). მაგრამ ბოლომდე ვერ გაძლო: მესამე გოლი 79-ე წუთზე გაუშვა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთზე მეოთხე გოლიც მიიღო და 4:0 - ორი მატჩის ჯამში 4:4. დაინიშნა დამატებითი დრო, სადაც ფინელებმა მეხუთეც გაიტანეს.

„ჰიკმა“, რომელმაც სტუმრად 0:4 წააგო, საკუთარ მოედანზე 5:0 გაიმარჯვა და ორი მატჩის ჯამში მოიგო.

კიდევ ერთი უცნაურობა? „ჰიკმა“ მეტოქის კარისკენ 60-ჯერ დაარტყა...

0.09768