ყაზახური „ორდაბასის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი მარტინმა ქუთაისის „ტორპედოსთან“ მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ყველაზე ცუდი ისაა, რომ გუნდი მომდევნო ეტაპზე ვერ გავიდა. ეს არის ამ თამაშის ერთადერთი დასკვნა, რადგან სხვა მხრივ, გუნდთან დაკავშირებით განსაკუთრებული პრეტენზიები არ მაქვს. გოლი პირველივე დარტყმით ძალიან ადვილად გავუშით და თამაში უფრო გავართულეთ. შემდეგ ყველამ დაინახა, იყო მომენტები, რომლებიც ამ დონის ფეხბურთელებმა უნდა გამოიყენონ და გაიტანონ. კარში 25 დარტყმა გვქონდა, მეტოქეს - 3.
სამწუხაროდ ვერ გავიტანეთ, ეს დიდი ხანია გრძელდება, ვამბობ, რომ გვჭირდება თავდამსხმელი, რომელსაც შეუძლია მშვიდად, ცივსისხლიანად თაამში. გადაჭრას ეპიზოდები, მაგრამ ვიმეორებ: გუნდთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს თავდადებისა და მონდომების გამო. მათ სურდათ მოგება, მაგრამ ალბათ, ღმერთმა გადაწყვიტა, რომ "ტორპედო" უნდა გასულიყო. არ ვიცი, არაფერი მაქვს სათქმელი, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. პირველ მატჩშიც ბოლო წუთზე გოლი მარტივად გავუშვით, ეს ართულებს ჩვენს ამოცანას. ვულოცავ „ტორპედოს“, - თქვა მარტინმა.
შეგახსენებთ, რომ „ტორპედო“ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიქოზიის „ომონიას“ დაუპირისპირდება.