ინგლისის ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია. ალბიონელებმა მეოთხედფინალში შვედეთს პენალტების სერიაში აჯობეს.
არადა, შვედეთის ნაკრებისთვის ყველაფერი იდეალურად დაიწყო: ანგარიში სკანდინავიელებმა მეორე წუთზე გახსნეს ასლანის გოლით, ხოლო 25-ე წუთზე ბლაკსტენიუსმა სხვაობა ორამდე გაზარდა.
ასე მშვიდად იგებდა შვედეთი 79-ე წუთამდე - 2:0... თუმცა, 81-ე წუთზე უკვე ანგარიში 2:2 იყო. ინგლისმა ორ წუთში მოახერხა ორჯერ გატანა და გათანაბრება. დამატებით დროში არაფერი შეცვლილა და ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა.
პენალტებიც დრამატული გამოდგა. შვედეთის ნაკრების მეკარემ ჯენიფერ ფალკმა 6-დან 4 პენალტი მოიგერია! თუმცა, შვედებმაც 6-დან მხოლოდ ორჯერ გაიტანეს. ერთ-ერთი გადამწყვეტი პენალტი (მეხუთე), რომლის გატანის შემთხვევაში შვედეთი შემდეგ ეტაპზე გავიდოდა, სწორედ ფალკმა ააცილა კარს.
საბოლოოდ, ინგლისმა მოიგო პენალტების სერია - 3:2 (7-7 დარტყმიდან).
ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ინგლისი იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.