„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად რამდენიმე ფაქტორში გამართლებაა საჭირო:
„ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად სხვადასხვა ფაქტორია საჭირო: დამთხვევები, კალენდარი, ფეხბურთელების ჯანმრთელობა. ნებისიერ შემთხვევაში, ჩვენ ყოველთვის კონკურენტუნარიანი ვიქნებით ყველა დონეზე“, - თქვა „ნაპოლის“ პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგას ერთსეზონიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება.