ბოლო ერთი თვეა მთელი ევროპის ბულვარულ მედიას 25 წლის რუსი მოდელი საშა (ალექსანდრა) ლიტვინოვა აკერია პირზე, რომელიც ამჟამად იტალიურ „უდინეზეში“ მობურთალი ვეტერანი ჩილელი თავდამსხმელის, ალექსი სანჩესის გულისსწორი გახდა და ეს ამბავი რასაკვირველია ინტერესს მიღმა ვერ დარჩებოდა.
უკვე 36 წლის მოყრილი ალექსის სანჩესი მთელი 11 წლით დიდია ულამაზეს სატრფოზე და როგორც ჩანს ასაკთან დაკავშირებით კითხვამრავლობა არც მობურთალს მოსწონს და არც საშას, რომელიც ისე გაკაპასდა, რომ დაიქადნა, იმ გამოცემასთან აღარასოდეს ითანამშრომლებს, რომელიც კიდევ ერთხელ უხსენებს ალექსისთან ასაკში თვალხილულ სხვაობას.
საშა ლიტვინოვა რუსია კია მაგრამ, მრავალი თანამემამულის მსგავსად ხუთი წლის წინ ჭკუა იხმარა და საცხოვრებლად იტალიას მიაშურა, რამაც მისი სწრაფი წარმატება და პოპულარობა განაპირობა. ჩილელ ფეხბურთელთან თანაყოფა კი მის პოპულარობას მხოლოდ გაზრდის და მიზანიც სწორედ ესაა.