"ბარსელონას" ფეხბურთელის ლამინ იამალის მამა, მუნირ ნასრაუი მისი შვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და თავისი შვილის დაცვა სცადა. მისი თქმით, ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ის ჯერ კიდევ ბავშვია, რომელსაც ახლახან შეუსრულდა 18 წელი.
"არასდროს არ ვუსმენ კრიტიკას. ჩემი შვილი კარგი ადამიანია, უბრალოდ პრობლემა ხალხშია, რომლებიც სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ, აკრიტიკებენ მათ და შურით სკდებიან, ეს მხოლოდ მათი პრობლემაა. ლამინი პატარა ბიჭია და ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ის ჯერ კიდევ ბავშვია, რომელსაც ახლახან შეუსრულდა 18 წელი და აქვს უფლება ცხოვრებით ისიამოვნოს. მესმის, რომ ის პროფესიონალია და უკვე ვარსკვლავი, მაგრამ ისეთივე სურვილები და მოთხოვნები აქვს, როგორც ყველა სხვა ბავშვს. ჰყავს მეგობრები და მზრუნველი მშობლები.
შეგახსენებთ, რომ ლამინ იამალი 13 ივლისს გახდა 18 წლის და დიდი წვეულება გადაიხადა, სადაც უამრავი ცნობილი ადამიანი იმყოფებოდა. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით ახალგაზრდა ფეხბურთელმა სტუმრების გასართობად აქონდროპლაზიით დაავადებული ადამიანები (ჯუჯები) დაიქირავა, რაც განხილვის საგანი გახდა და ადამიანის უფელბადამცველმა ორგანიზაციებმა ესპანურ პოლიციას ამ საქმის გამოძიება მოსთხოვეს.