ფეხბურთი

12:41 | 18.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

აზაროვი: "არდა თურანი დიდი ფეხბურთელი იყო და კარგად იცის, თუ როგორ აუმაღლოს მოტივაცია ფეხბურთელებს"

დონეცკის "შახტარი" რომლის ღირსებასაც ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი იცავენ, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, სადაც მათი მეტოქე "ბეშიქთაში" იქნება.

ქართველების კლუბმა პირველ ეტაპზე ფინური "ილვესის" ბარიერი მარტივად გადალახეს, ორი მატჩის ჯამში "შახტარმა" 6:0 იმარჯვა. ფინეთში გამართული მატჩის შემდეგ ირაკლი აზაროვმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

"ხელოვნურსაფარიანმა მოედანმა თამაში გაგვირთულა, მართალია მატჩის წინ ვივარჯიშეთ, თუმცა შესაჩვევად დროა საჭირო. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ კარგად ვითამაშეთ და მოგებას ვიმსახურებდით, თუმცა მომენტები ვერ გამოვიყენეთ.მთავარია შემდეგ ეტაპზე ვითამაშებთ, სადაც რთული მეტოქე გვყავს, შრომას გავაგრძელებთ და შემდეგ შეხვედრას მაქსიმალურად კონცენტრირებულები შევხვდებით.

"რაც შეეხება "ბეშიქთაშს", კარგი და სახელოვანი გუნდია, თუმცა ჩვენც დიდი კლუბი ვართ და გვაქვს ძალა და უნარი, რომ ეს ბარიერიც დავძლიოთ. გასულ წელს მათთან ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ, მაგრამ ახლა სულ სხვა ვითარებაა, ახალი მწვრთნელი ჰყავთ და კარგი ფეხბურთელებიც დაიმატეს. სიახლეები ჩვენც გვაქვს, გვყავს ახალი მწვრთნელი არდა თურანის სახით, რომელიც კარგი ფეხბურთელი იყო და კარგად იცის, თუ როგორ აუმაღლოს თითოეულ ფეხბურთელს მოტივაცია და მოამზადოს გუნდი ამა თუ იმ მატჩისთვის. ჩვენ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ვფიქრობ ეს სეზონი ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება და გვექნება შანსი ყველაფერი მოვიგოთ." - განაცხადა აზაროვმა.

ირაკლი აზაროვმა პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, ფინეთში გამართული მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და სრულად ითამაშა, ხოლო გოჩოლეიშვილი თამაშში 55-ე წუთიდან ჩაერთო. შეგახსენებთ, რომ "ბეშიქთაშსა" და "შახტარს" შორის პირველი მატჩი თურქეთში 24 ივლისს გაიმართება, ხოლო განმეორებითი 31 ივლისს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.091828
სარეკლამო ადგილი - 99
X x X