"ლივერპულმა" "აინტრახტის" 23 წლის ფრანგ ფეხბურთელ უგო ეკიტიკესთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა, ახლა მხოლოდ გერმანულ კლუბთან შეთანხმებაღა დარჩა. აღნიშნულ ინფორმაციას ფლორიან პლეტენბერგი ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, ეკიტიკემ "აინტრახტის" ხელმძღვანელობას აცნობა, რომ "ლივერპულში" გადასვლა სურს და ყველაფრის რაც შეიძლება მალე დასრულება სურს. გავრცელებული ცნობებით, "ლივერპულის" პირველი 70 მილიონიანი შეთავაზება გერმანელებმა დაბლოკეს, რადგან მათ ამ გარიგების სანაცვლოდ დაახლოებით 80 მილიონი გირვანქას მიღება სურთ (92 მილიონი ევრო).
გასულ სეზონში თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე 48 მატჩი ჩაატარა, 22 ბურთი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2029 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.