ფეხბურთი

13:51 | 18.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

სნუპ დოგი "სუონსის" თანამფლობელი და ინვესტორი გახდა

ცნობილი რეპერი და მომღერალი სნუპ დოგი უელსური კლუბის "სუონსი სიტის" თანამფლობელი და ინვენსტორი გახდა. აღნიშნული ინფომაცია ოფიციალურად დადასტურდა.

"ამ გადაწყვეტილების მიღებაში კლუბისა და ტერიტორიის ისტორიამ დიდი გავლენა იქონია. ეს არის ამაყი, მუშათა კლასის ქალაქი და კლუბი. ვამაყობ, რომ სუონსი სიტის ნაწილი ვარ. ყველაფერს გავაკეთებ კლუბის დასახმარებლად." - განაცხადა სნუპ დოგმა.

ცნობისთვის, "სუონსის" გარკვეული წილი რამდენიმე ხნის წინ ხორვატმა ფეხბურთელმა ლუკა მოდრიჩმაც შეიძინა. უელსური კლუბი ამჟამად ინგლისის ჩემპიონშიფში თამაშობს, გასული სეზონი მათ მე-11 ადგილზე დაასრულეს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.087676