ფეხბურთი

15:28 | 18.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ონორე გომისი "დინამო თბილისის" ფეხბურთელია

29 წლის სენეგალელი შემტევი ონერე გომისი "დინამო თბილისის" ფეხბურთელია. აღნიშნული ინფორმაცია თბილისური კლუბის გვერდმა დაადასტურა.

ონერე გომისი ქართული ფეხბურთის გულშემატკივრისთვის უცხო ნამდვილად არაა, ის წარსულში "გორის დილაში" და "დინამო ბათუმში" თამაშობდა. სენეგალელი ფეხბურთელი ბოლოს ბელარუსის ჩემპიონატში მოასპარეზე "ვიტებსკის" ღირსებას იცავდა, რომელიც ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე დატოვა და "დინამოს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოუერთდა.

შეგახსენებთ, რომ სენეგალელ შემტევს საქართველოს ეროვნულ ლიგაში სულ 88 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 16 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.091596