ფეხბურთი

16:53 | 18.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჟოტა სილვას ტრანსფერი ჩაიშალა, "სპორტინგი" დავითაშვილზე გადაერთო

ლისაბონის "სპორტინგი" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შეტევის გაძლიერებას გეგმავს, კლუბი გარემარბის ძიებაშია და როგორც ცნობილი ხდება მათ ინტერესთა სფეროში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ზურიკო დავითაშვილი მოექცა.

პორტუგალიური მედიის ცნობით, "სპორტინგი" "ნოტინგემის" გარემარბთან ჟოტა სილვასთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, თუმცა ტრანსფერი ჩაიშალა და პორტუგალიელები ახლა ზურიკო დავითაშვილის გადაბირებას ეცდებიან. გავრცელებული ინფორმაციით, "სპორტინგი" უახლოეს პერიოდში "სენტ-ეტიენს" ოფიციალური წინადადებით მიმართავს. იმ შემთხვევაში, თუ გარიგება შედგება, შესაძლოა "სპორტინგში" ერთბაშად ორი ქართველი ვიხილოთ.

მოგეხსენებათ, 24 წლის ქართველი შემტევი აქამდე არაერთ გუნდს დაუკავშირეს, მეტწილად, საფრანგეთში, მაგრამ ასევე, სტამბოლის „ბეშიქთაშს“. თუმცა, ჯერ „მწვანეების“ განკარგულებაში რჩება, რომელთანაც კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

გასულ სეზონში ზურიკო დავითაშვილმა „სენტ ეტიენის“ მაისურით ლიგა 1-ში ჩატარებულ 33 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა. „სპორტინგში“ ქართველი უკვე ირიცხება - გიორგი ქოჩორაშვილი, რომელიც ლისაბონელებმა მიმდინარე ზაფხულს დაიმატეს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092048