ფეხბურთი

17:18 | 18.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" იტალიელი ფორვარდი 35 მილიონად დაიმატა

„ნაპოლიმ“ „უდინეზედან“ თავდამსხმელი ლორენცო ლუკა დაიმატა, რომელმაც რომელუ ლუკაკუს უნდა გაუწიოს კონკურენცია.

„ნაპოლიმ“ ლუკა იჯარით, მაგრამ გამოსყიდვის ვალდებულებით დაიმატა, შესაბამისად, კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. ტრანსფერის მთლიანი ღირებულება 35 მილიონ ევროს შეადგენს.

ლორენცო ლუკა „უდინეზეში“ 2023 წლიდან თამაშობდა და 75 მატჩში 23 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „ვიჩენცას“, „პალერმოს“, „პიზასა“ და „აიაქსის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.166059