ფეხბურთი

18:00 | 18.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი აბუაშვილი: "მე და წიტაიშვილი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აქ მიქაუტაძისნაირი კვალი დავტოვოთ"

„მეცში“ გიორგი აბუაშვილი წარადგინეს, რომელმაც მედიის წინაშე ისაუბრა. როგორც 22 წლის ქართველმა შემტევმა განაცხადა, ყველაფერს გააკეთებს, რომ კლუბში ისეთივე კვალი დატოვოს, როგორიც გიორგი მიქაუტაძემ დატოვა. აბუაშვილი "მეცში" 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

„ვიცოდი, რომ გიორგი მიქაუტაძე აქ თამაშობდა და კარგი სეზონები ჰქონდა. თუმცა ჩემი არჩევანის მთავარი მიზეზი წიტაიშვილი იყო. სწორედ მან შეცვალა სიტუაცია „მეცის“ სასარგებლოდ.

რა თქმა უნდა, კლუბის შესახებაც მსმენია, კარგი კლუბია, კარგი პროექტით, ძალიან კარგი პირობებით - აქ კარგი ფეხბურთის სათამაშოდ შესანიშნავი გარემოა. მომდევნო სეზონისთვის კარგად ვემზადებით. ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით, მოუთმენლად ველოდები „მეცში“ თამაშს. მიქაუტაძემ აქ ძლიერი კვალი დატოვა, ამიტომ, ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იგივე გავაკეთოთ.

განსაკუთრებით ველოდები სეზონის დაწყებას და დიდი გუნდების წინააღმდეგ თამაშს, იმის ჩვენებას, რომ ფიზიკურად მენტალურად მზად ვართ. მადლობა კლუბს, ჩემი და წიტას ნდობისთვის, ყველაფერს გავაკეთებთ იმის დასამტკიცებლად, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო“, - თქვა აბუაშვილმა.

„მეცი“ ლიგა 1-ში დაბრუნდა, ასე რომ, მომდევნო სეზონს ელიტაში გაატარებს. შესაბამისად, აბუაშვილისა და წიტაიშვილისთვის ეს დიდი გამოწვევაა. „მეცი“ ქართველი გულშემატკივრებისთვის ცნობილია, ცოტა ხნის წინ ამ გუნდში გიორგი მიქაუტაძე წარმატებით თამაშობდა.

გიორგი აბუაშვილი „დინამო თბილისის“ აღზრდილია, 2021 წელს ის პორტუგალიაში გადაბარგდა, სადაც ორი წელი „პორტუ B-ს“ რიგებში გაატარა, ხოლო შემდეგ ცოტა ხანი რუმინულ „პეტროლულშიც“ ითამაშა. 2024 წლიდან გიორგი ფოთის „კოლხეთში“ ირჯებოდა, რომლის მაისურით მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 8 გოლით გამოირჩა. საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში აბუაშვილმა 19 თამაშში 3 გოლი გაიტანა, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე კი, თავი სამ შეხვედრაში თითო გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა.

„მეცი“ საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველ ტურში 17 აგვისტოს, „სტრასბურს“ უმასპინძლებს, თუმცა მანამდე პრესეზონზე ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.188139
სარეკლამო ადგილი - 99
X x X