ფეხბურთი

20:00 | 18.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

მიშელ პლატინი გაძარცვეს, მოიპარეს ოქროს ბურთებიც

ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი მიშელ პლატინი გაძარცვეს. შემთხვევა მარსელში მის სახლში 18 ივლისს, გამთენიისას მოხდა.

როგორც ფრანგული მედია იტყობინება, სხვა ძვირფას ნივთებთან ერთად, პლატინის კარიერის ჯილდოებით მოიპარეს - დაახლოებით 20 თასი და მედლები.

სავარაუდოდ, მოპარულია მიშელ პლატინის სამი ოქროს ბურთიც, რომელიც მან 1983, 1984 და 1985 წლებში ზედიზედ მოიგო.

საფრანგეთის პოლიციამ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.088787