ფეხბურთი

20:32 | 18.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალმა" ნონი მადუეკე დაიმატა

ლონდონის „არსენალმა“ თანაქალაქელ „ჩელსისგან“ ნონი მადუეკე დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

„მეთოფეებმა“ 23 წლის შემტევის სანაცვლოდ 58 მილიონი ევრო გაიღეს და კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს. ფეხბურთელი "არსენალში" 20-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

„ვესაუბრე დეკლან რაისს, მაილსს, ბუკაიოს და იურიენ ტიმბერსაც - ყველამ რაღაც საოცრება მითხრა კლუბსა და აქაური კულტურის შესახებ, თუ რამდენად თბილი და ოჯახური გარემოა კლუბში“, - აღნიშნა ნონიმ.

ნონი მადუეკე „ჩელსიში“ 2022 წლიდან თამაშობდა და 92 მატჩში 20 გოლი გაიტანა. მანამდე ის, პსვ ეინდჰოვენის წევრი იყო, ხოლო ინგლისის ნაკრებში 7 უგოლო შეხვედრა აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.089273