„მანჩესტერ იუნაიტედი“ „ბრენტფორდიდან“ ბრაიან მბუემოს დაიმატებს. მხარეებს შორის ყველა დეტალზე შეთანხმება მიღწეულია.
მბუემოს სანაცვლოდ „მანჩესტერი“ 70 მილიონ ევროს გადაიხდის და კონტრაქტს 2030 წლამდე, კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით გაუფორმებს.
ბრაიან მბუემომ კარიერა „ტრუაში“ დაიწყო, ხოლო 2019 წელს „ბრენტფორდს“ შეუერთდა, რომლის მაისურით 242 თამაშში 70 გოლი აქვს გატანილი. განსაკუთრებით კარგად მან გასულ სეზონში ითამაშა, როცა პრემიერლიგის 38 შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა.
მბუემოს საფრანგეთის ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია, თუმცა, 2022 წლიდან კამერუნის ნაკრების მაისურით გამოდის (22 მატჩი, 6 გოლი).