ვეტერანმა ბრაზილიელმა მცველმა ლეანდრო კასტანმა ის პერიოდი გაიხსენა, როცა „რომაში“ ლუჩანო სპალეტის ხელმძღვანელობით თამაშობდა.
კასტანმა სიმსივნის დამარცხება შეძლო, მაგრამ სპალეტიმ მას „რომაში“ თამაშის საშუალება აღარ მისცა და ეს ამბავი ასე გაიხსენა:
„ვერონას“ წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში დავბრუნდი, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თამაში ჩავატარე. მომდევნო დღეებში სპალეტიმ ოფისში დამიბარა და „ფროზინონეს“ ფოტო მაჩვენა. ეს შენი დონეა, „რომაში“ თამაში არ შეგიძლია, ჩემთან აღარ ითამაშებ. მან ჩემს გარშემო სამყარო დაანგრია“, - გაიხსენა ბრაზილიელმა მცველმა.
ლეანდრო კასტანი „რომაში“ 2012-2018 წლებში ირიცხებოდა, ასევე იყო „ატლეტიკო მინეიროს“, „ჰელსინგბორგის“, „ბარუერის“, „კორინთიანსის“, „სამპდორიას“, „ტორინოს“, „კალიარის“, „ვასკო და გამას“ და „გუარინის“ წევრი.