„ლევერკუზენმა“ პრესეზონზე პირველი მატჩი ჩაატარა და ბრაზილიური „ფლამენგოს“ 20-წლამდე გუნდთან დამარცხდა - 1:5...
რა თქმა უნდა, გასაკვირი ანგარიშია, რადგან საუბარია ერთ გუნდზე, რომელიც ახალგაზრდული შემადგენლობით თამაშობდა.
პირველივე ტაიმში ბრაზილიელებმა მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაიტანეს და სპარინგს ინტრიგა მოუკლეს. მეორე ნახევარში გუნდებმა გოლები გაცვალეს.
ამრიგად, ერიკ ტენ ჰაგის არაოფიციალური დებიუტი გერმანულ გუნდში საშინელი გამოდგა. „ლევერკუზენი“ კიდევ ჩაატარებს ამხანაგურ მატჩებს, ბუნდესლიგის პირველ ტურში კი, 19 ივლისს, „ჰოფენჰაიმს“ შეხვდება.