ქალთა ევროპის ჩემპიონატზე მესამე ნახევარფინალისტი გამოვლინდა. ესპანეთის ნაკრებმა მეოთხედფინალში მასპინძელი შვეიცარია 2:0 დაამარცხა.
მატჩის სტარტზე ესპანელებს კარგი შანსი მიეცათ, მაგრამ პენალტი ვერ გაიტანეს, დარტყმა კარს ასცდა. თუმცა, პირინელები ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მხოლოდ დროის ამბავი იყო გოლი და ასეც მოხდა.
66-ე წუთზე ესპანეთი ათენეა დელ კასტილიოს გოლით დაწინაურდა, ხოლო ხუთ წუთში პინამ სხვაობა ორამდე გაზარდა. შეხვედრის მიწურულს ესპანეთს კიდევ ერთხელ შეეძლო გატანა, მაგრამ პენალტი კვლავ ვერ გამოიყენეს, ამჯერად, ალექსია პუტელიასმა.
ესპანეთის მეტოქე ბოლო მეოთხედფინალურ წყვილში გამოვლინდება, რომელშიც საფრანგეთი და გერმანია შეხვდებიან. მეორე ნახევარფინალური წყვილი გარკვეულია - იტალია ინგლისის წინააღმდეგ.