„ნაპოლისა“ და სტამბოლის „გალათასარაის“ შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებები, როგორც ჩანს, დასასრულს უახლოვდება.
როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, შეთანხმებასთან ახლოს არიან, რომლის საფუძველზე „გალათასარაი“ 40 მილიონ ევროს ახლავე გადაიხდის, ხოლო 35 მილიონ ევროს ერთი წლის შემდეგ.
ოსიმენი თურქულ კლუბთან კონტრაქტს 2029 წლამდე გააფორმებს და სეზონში 18 მილიონ ევროს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ნიგერიელმა ფორვარდმა გასული სეზონი „გალათასარაის“ რიგებში იჯარით გაატარა და 41 შეხვედრაში 37 გოლი გაიტანა.