ფეხბურთი

11:04 | 19.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" ეკვადორელი მცველის ტრანსფერზე მუშაობს

„მილანს“ „ბრაიტონ ალბიონიდან“ განაპირა მცველის პერვის ესტუპინიანის დამატება სურს.

კლუბებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება მას შემდეგ, რაც ინგლისელებმა იტალიელთა პირველი შეთავაზება უარყვეს. ესტუპინიანს „მილანში“ გადაბარგება სურს და იტალიური კლუბი იმედოვნებს, რომ გარიგებას 20 მილიონ ევროზე ნაკლებად განახორციელებს.

ეკვადორელი მცველი „ბრაიტონში“ 2022 წლიდან თამაშობს, ხოლო მანამდე „ლდუ კიტოს“, „უოტფორდის“, „გრანადას“, „ალმერიას“, „მალიორკას“, „ოსასუნას“ და „ვილიარეალის“ წევრი იყო.

0.267693
სარეკლამო ადგილი - 99
X x X