სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ „ინტერის“ ნახევარმცველის, ჰაკან ჩალჰანოღლუს დამატება სურს.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, თურქულმა კლუბმა ინტერესი გამოხატა. იტალიელები ჩალჰანოღლუს სანაცვლოდ 25-30 მილიონ ევროს ითხოვენ. ფეხბურთელით „გალათასარაიც“ იჩენდა ინტერესს, მაგრამ „ნერაძურიმ“ „ლომების“ შეთავაზება დაბლოკა - 10 მილიონი ევრო.
შეგახსენებთ, რომ ჰაკან ჩალჰანოღლუ გერმანიაში დაიბადა და კარიერაც იქ დაიწყო, ხოლო თურქულ გუნდში აქამდე არასდროს უთამაშია.