ფეხბურთი

15:19 | 19.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტიბო კურტუა "რეალთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს

მადრიდის „რეალი“ და ტიბო კურტუა კონტრაქტის განახლებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაცია უახლოეს დღეებში ოფიციალურად უნდა დადასტურდეს.

კურტუა „სამეფო კლუბთან“ ხელშეკრულებას ერთი წლით განაახლებს და კლუბში 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება.

ტიბო კურტუა „რეალში“ 2018 წლიდან თამაშობს და დღემდე 288 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მანამდე ის „გენკის“, „ატლეტიკოსა“ და „ჩელსის“ რიგებში გამოდიოდა.

0.165241
სარეკლამო ადგილი - 99
X x X