„ემპოლისა“ და საქართველოს ნაკრების მცველის, საბა გოგლიჩიძის შეძენა სერია A-ს ორ კლუბს - „პარმას“ და „სასუოლოს“ სურთ.
როგორც La Nazione იტყობინება, „ემპოლი“ 21 წლის ფეხბურთელის ტრანსფერს 7-8 მილიონი ევროს სანაცვლოდ დათანხმდება. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.
გოგლიჩიძის მოსალოდნელ ტრანსფერზე ბევრი საუბარია, მაგრამ ჯერჯერობით, „ემპოლის“ რიგებში რჩება.
გასულ სეზონში საბა გოგლიჩიძემ სერია A-სა და იტალიის თასზე 36 მატჩი ჩაატარა და თავი 1 საგოლე პასით გამოიჩინა. მას ტოსკანურ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.