ფრანგულმა „მეცმა“ ამხანაგურ მატჩში „რედ სტარი“ 4:0 დაამარცხა, ხოლო გიორგი წიტაიშვილმა სადებიუტო გოლი გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარი პირველი ტაიმის მიწურულს დალაშქრა და იმ დროისთვის ანგარიში 2:0 გახადა. გიორგი აბუაშვილის დღევანდელ სპარინგში მონაწილეობა არ მიუღია.
„მეცი“ პრესეზონზე ამხანაგურ მატჩებს „ლანსის“, „თიონვილის“, „ტრუასა“ და „ჰოფენჰაიმის“ წინააღმდეგ გამართავს, ხოლო ლიგა 1-ის პირველ ტურში 17 აგვისტოს, „სტრასბურს“ უმასპინძლებს.