საქართველოს თასზე 1/16-ფინალური ეტაპი დაიწყო, სადაც პირველი სენსაცია უკვე დაფიქსირდა - „დინამო თბილისი“ გავარდა.
„დინამო თბილისი“ ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარ „სამტრედიასთან“ დამარცხდა - 0:1. მატჩის სტარტზე იმერლებს კარგი შანსი მიეცათ, მაგრამ გიული მანჯგალაძემ პენალტი ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, ტაიმის მიწურულს მეტოქის კარი ერიკ ბარიოსმა დალაშქრა და როგორც გაირკვა, გამარჯვების გოლი გაიტანა.
მომდევნო ეტაპზე ადვილად გავიდა მარტვილის „მერანი“, რომელმაც სტუმრად „იუჯი 35“ დიდი ანგარიშით 8:2 დაამარცხა.