ფეხბურთი

19:42 | 19.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

მარკუს რაშფორდი კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს

მარკუს რაშფორდი კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბებს შორის სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია.

უახლოეს დღეებში ინგლისელი შემტევი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და „ბარსას“ იჯარით, გამოსყიდვის უფლებით შეუერთდება. ფინანსური დეტალები დღეს დაზუსტდება.

მარკუს რაშფორდმა გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით „ასტონ ვილაში“ გაატარა, სადაც 17 თამაშში 4 გოლი გაიტანა, ხოლო „მანჩესტერის“ მაისურით ინგლისელის აქტივში 426 მატჩი და 138 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.163862