„მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ლიდს იუნაიტედს“ შორის ამხანაგური მატჩი დასრულდა. გუნდებმა ამ შეხვედრაში გოლი ვერ გაიტანეს 0:0. თამაში შვედეთში, სოლნაში გაიმართა.
შემდეგ ამხანაგურ მატჩში „წითელი ეშმაკები“ 27 ივლისს „ვესტ ჰემ იუნაიტედს“ დაუპირისპირდებიან. ლიდსელები 2 აგვისტოს ესპანურ „ვილიარეალს“ შეხვდებიან.
გასული სეზონის ბოლოს მანკუნიანელებმა ინგლისის პრემიერლიგის ცხრილში 42 ქულით მე-15 ადგილი დაიკავეს. იორკშირულმა გუნდმა კი ჩემპიონშიფი მოიგო და ინგლისის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში გადავიდა.