შოტლანდიურ „სელტიკსა“ და ინგლისურ „ნიუკასლ იუნაიტედს“ შორის ამხანაგური მატჩი დასრულდა. შეხვედრა გლაზგოური გუნდის სასარგებლოდ ანგარიშით 4:0 დასრულდა. თამაში „სელტიკ პარკის“ სტადიონზე გაიმართა.
არნე ენგელსმა 28-ე წუთზე პენალტით გაიტანა და „სელტიკი“ დაწინაურდა, ჯონი კენიმ გუნდის უპირატესობა 45-ე წუთზე გააორმაგა, ჰიუნ-ჩუნგ იანგმა გუნდის მესამე გოლი 53-ე წუთზე გაიტანა, ხოლო ლიამ სკეილსმა 75-ე წუთზე გააოთხა.
შემდეგ ამხანაგურ მატჩებში „სელტიკი“ 24 ივლისს „აიაქსს“ დაუპირისპირდება, ხოლო „ნიუკასლ იუნაიტედი“ 27 ივლისს ლონდონის „არსენალს“ შეხვდება.
გასული სეზონის ბოლოს „ნიუკასლმა“ პრემიერლიგაში მეხუთე ადგილი დაიკავა, ხოლო „სელტიკი“ შოტლანდიის ჩემპიონი გახდა.