რაგბი

21:10 | 19.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

სამი წაგება ზაფხულის სერიებში: საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა

საქართველოს ნაკრებმა ზაფხულის ტესტების სერია მარცხით დაასრულა. რიჩარდ კოკერილის გუნდი სტუმრად სამხრეთ აფრიკას გაეჯიბრა და 10:55 დამარცხდა.

„ბორჯღალოსნებმა“ თამაში კარგად დაიწყეს: ვანო კარკაძის ლელოთი და ლუკა მატკავას გარდასახვით მეოთხე წუთზე საქართველოს ნაკრები 7:0 დაწინაურდა. თუმცა, ეს ერთადერთი პოზიტიური მომენტი გამოდგა თამაშში.

აფრიკელებმა მალევე შეძლეს წინ გასვლა ზედიზედ ორი ლელოთი. სტუმრებმა პირველ ტაიმში მონაგარს მხოლოდ მატკავას ჯარიმა დაუმატეს და შეხვედრის პირველი ტაიმი 22:10 დასრულდა.

მეორე ნახევარი საქართველოს ნაკრებისთვის გაცილებით მძიმე და ცუდი გამოვიდა. არც ერთი ქულა ტაიმში! საბოლოოდ, სამხრეთ აფრიკა სხვაობას მეთოდურად ზრდიდა და 55:10 გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სერიების ეგიდით, საქართველოს ნაკრები თბილისში, ირლანდიასთან დამარცხდა, ხოლო შემდეგ სამხრეთაფრიკულ ტურნეში „ჩიტასის“ და სამხრეთ აფრიკის ნაკრების წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.088668
სარეკლამო ადგილი - 99
X x X