ფეხბურთი

21:51 | 19.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ნაპოლის“ მწვრთნელმა კონტემ ჩემპიონის ტიტულის დაცვის სურვილზე ისაუბრა

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ისაუბრა გუნდის სურვილთან დაკავშირებით, დაიცვას იტალიის ჩემპიონის ტიტული, რომელიც გასული სეზონის ბოლოს მოიგო.

„არსებობს გუნდი, რომელიც უფრო მეტად მოწყურებულია გამარჯვებისკენ, ვიდრე „ნაპოლი“? ჩვენ უნდა შევხედოთ საკუთარ თავს, როგორც შარშან ვიფიქროთ თვითგანვითარებასა და ზრდაზე. რა თქმა უნდა, როდესაც მაისურზე სკუდეტო გახატია, ფავორიტად გთვლიან, უკან არ უნდა დაიხიო. „იუვენტუსის“ გამარჯვებების სერიის შემდეგ სხვა გუნდებიც გამოჩდნენ და ეს აჩვენებს, თუ რამდენად რთულია ტიტულის შენარჩუნება.

ჩვენ ეს უკვე ვნახეთ ორი სეზონის წინათ, მკერდზე სკუდეტო გვეხატა და მეათე ადგილზე გავედით. ამ გამოცდილებამ მთელი გუნდი კიდევ უფრო გააძლიერა, რადგან გვესმის, რომ ეს ადვილი არ იქნება“, - ციტირებს კონტეს სიტყვებს პრესკონფერენციიდან Sky Sport Italia.

0.095734
სარეკლამო ადგილი - 99
X x X