ფეხბურთი

22:46 | 19.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ისაკი უკმაყოფილოა „ნიუკასლის“ უარით

„ნიუკასლის“ თავდამსხმელი ალექსანდერ ისაკი უკმაყოფილოა კლუბში ყოფნით, მისი მომავლის ირგვლივ არსებული გაურკვევლობისა და „კაჭკაჭების“ უარის გამო, რომლებმაც „ლივერპულს“ 25 წლის თავდამსხმელში 120 მილიონგირვანქიან (139.2 მილიონი ევრო) შეთავაზებაზე უარი უთხრეს. ამის შესახებ Daily Star იტყობინება.

წყაროს ცნობით, მერსისაიდერების სოლიდური შეთავაზების მიუხედავად, „ნიუკასლის“ ხელმძღვანელობა შვედი ფეხბურთელის შენარჩუნებას აპირებს. ხაზგასმულია, რომ ისაკი „წითლებში“ გადასვლაზე ოცნებობს.

გასულ სეზონში ისაკმა ყველა ტურნირზე 42 მატჩი ჩაატარა, 27 ბურთი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა. შვედი ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2028 წლის ივნისის ბოლომდეა გათვლილი.

0.093111