ფეხბურთი

23:34 | 19.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუკას ვასკესი „მილანსა“ და „იუვენტუსს“ აინტერესებთ

მადრიდის „რეალის“ ყოფილი მცველი ლუკას ვასკესი „მილანსა“ და „იუვენტუსს“ აინტერესებთ. ამის შესახებ AS იტყობინება. გარდა ამისა, ფეხბურთელის ტრანსფერს „ბეშიქთაშიც“ განიხილავს.

34 წლის ფეხბურთელი, რომელიც 2025 წლის 14 ივლისიდან უკლუბოდაა, „ლოს ბლანკოსში“ 2007 წლიდან თამაშობდა და ჯამში 402 მატჩი ჩაატარა. ამ დროის განმავლობაში მან 23 ტიტული მოიგო: ხუთჯერ ჩემპიონთა ლიგა, ხუთი საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი, ოთხი უეფას სუპერთასი, ოთხჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ერთხელ ესპანეთის სუპერთასის გამარჯვებული, და ერთხელ ესპანეთის თასიც მოიგო.

გავიხსენოთ, რომ „რეალის“ კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი, ლუკა მოდრიჩი, კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ უკვე გადავიდა მასიმილიანო ალეგრის გუნდში.

0.096321
სარეკლამო ადგილი - 99
X x X