ისტორია

0:24 | 20.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის „რეალი“ მზადაა, სებალიოსი „ბეტისს“ 20 მილიონ ევროდ მიჰყიდოს

AS-ის ცნობით, მადრიდის „რეალი“ მზადაა, ნახევარმცველი დანი სებალიოსი 20 მილიონ ევროდ გაყიდოს.

ესპანელის ტრანსფერით დაინტერესებული „ბეტისი“ მის ღირებულებას 5-10 მილიონ ევროდ აფასებს. ასევე ხაზგასმულია, რომ კლუბის ხელმძღვანელობა შეშფოთებულია 28 წლის ფეხბურთელის ხელფასით, რომელიც წელიწადში 9 მილიონ ევროს შეადგენს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელს უთანხმოება აქვს „რეალის“ მთავარ მწვრთნელ ჩაბი ალონსოსთან.

სებალოსი „ბეტისის“ სისტემაში 2011 წლიდან 2017 წლამდე თამაშობდა. მან ყველა ტურნირზე ძირითადი გუნდის შემადგენლობაში 105 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც შვიდი გოლი გაიტანა.

2024/25 წლების სეზონში ფეხბურთელმა „რეალის“ შემადგენლობაში 45 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი მოქმედი კონტრაქტი მადრიდულ კლუბთან 2027 წლის ივნისის ბოლომდეა გათვლილი.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.088612