იტალიელი ფეხბურთელი ფედერიკო ბერნარდესკი სერია A-ში დაბრუნდა. 31 წლის შემტევმა „ტორონტოსთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი იყო, რის შემდგომაც "ბოლონიას" შეუერთდა.
ბერნარდესკიმ იტალიურ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით და სეზონში 1.8 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. მან 10-ნომრიანი მაისური მოირგო.
ბერნარდესკი 2022 წლიდან „ტორონტოში“ გამოდიოდა, რომლის მაისურით 99 შეხვედრაში 26 გოლი გაიტანა. მანამდე ის „იუვენტუსის“, „ფიორენტინასა“ და „კროტონეს“ წევრი იყო, ხოლო იტალიის ნაკრებში 39 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი და 2021 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.