ფეხბურთი

13:25 | 20.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" 95 მილიონად ფრანგ ფორვარდს დაიმატებს

„ლივერპული“ ფრანკფურტის „აინტრახტიდან“ უგო ეკიტიკეს დაიმატებს. მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია.

სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ 23 წლის ფრანგი ფორვარდი კონტრაქტს გააფორმებს. „აინტრახტს“ ინგლისური კლუბი დაახლოებით 95 მილიონ ევროს გადაუხდის და ფეხბურთელთან კონტრაქტს 2031 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.

უგო ეკიტიკე „აინტრახტში“ 2023 წლიდან თამაშობდა და 64 მატჩში 26 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე ახალგაზრდა ფეხბურთელი „პარი სენ-ჟერმენში“, „ველიესა“ და „რეიმსში“ გამოდიოდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.167832