„ლივერპულის“ ფეხბურთელი ლუის დიასი ახლოსაა მიუნხენის „ბაიერნში“ ტრანსფერთან.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, კოლუმბიელის სანაცვლოდ გერმანულ გრანდი 75 მილიონ ევროს გადაიხდის და კონტრაქტს 2030 წლის ზაფხულამდე გაუფორმებს.
ლუის დიასი „ლივერპულში“ 2021 წლიდან თამაშობს და 148 მატჩში 41 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „პორტუს“, „ატლეტიკო ჟუნიორისა“ და „ბარანკილას“ ღირსებას იცავდა.