ფეხბურთი

14:51 | 20.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ედერსონი შესაძლოა თურქეთში გადავიდეს

„მანჩესტერ სიტის“ მეკარე ედერსონი შესაძლოა სტამბოლის „გალათასარაიში“ გადავიდეს. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო იტყობინება.

წყაროს თანახმად, ინგლისური კლუბი ელოდება, რომ თურქები ბრაზილიელი მეკარის სანაცვლოდ შეთავაზებას მალე გაუკეთებენ. „გალათასარაის“ მეკარესთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვს, მაგრამ „სიტისთან“ - არა.

პარალელურად, პეპ გვარდიოლას გუნდი ჯეიმს ტრაფორდის ტრანსფერზე უკვე მუშაობს, რათა ედერსონი შეცვალოს.

„გალათასარაი“ ახალ მეკარეს მას შემდეგ ეძებს, რაც გუნდიდან ურუგვაელი კარის დარაჯი, ფერნანდო მუსლერა წავიდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.088855