ფეხბურთი

17:02 | 20.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

საული კარიერას თურქეთში გააგრძელებს

საულ ნიგეზი მადრიდის „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტს გაწყვეტს და კარიერას თურქეთში გააგრძელებს.

თურქული მედიის ცნობით, 30 წლის ესპანელი „ტრაბზონსპორს“ შეუთანხმდა და მომდევნო კვირაში ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.

საულ ნიგეზს „ატლეტიკოში“ ახალგაზრდული გუნდის ჩათვლით 17 წელი აქვს გატარებული, მთავარ გუნდში კი, 427 მატჩში 48 გოლი გაიტანა.

საულს ამ პერიოდში სამი სეზონი იჯარით „რაიო ვალეკანოში“, „ჩელსისა“ და „სევილიაში“ აქვს გატარებული.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.093667
სარეკლამო ადგილი - 99
X x X