ფეხბურთი

21:00 | 20.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ქოჩორაშვილის ყოფილი მწვრთნელი: "გიორგი საკუთარი თავის მიმართ ძალიან მომთხოვნია"

„ლევანტეს“ მთავარმა მწვრთნელმა ხულიან კალერომ პორტუგალიურ Record-თან გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ ისაუბრა.

მან ქართველი ნახევარმცველის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და დარწმუნებულია, რომ უფრო მეტის მიღწევა შეუძლია.

„გიორგი მოედანზე მწვრთნელის გაგრძელებაა. მან იცის, როგორ მიიღოს გადაწყვეტილებები თამაშის ყოველ მომენტში, ის ყოველთვის ძალიან ყურადღებიანია და ღიზიანდება, თუ უმცირეს შეცდომასაც კი დაუშვებს. ის ძალიან მომთხოვნია საკუთარი თავის მიმართ და ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში თამაშში დიდი ნახტომი გააკეთა. პორტუგალიის პირველ და ესპანეთის მეორე დივიზიონებს შორის რიტმი დიდად არ განსხვავდება. ორივე ქვეყანაში ფეხბურთი ძალიან ტაქტიკურია და თამაშის სტილი მსგავსია. ის კარიერის საუკეთესო ფაზაშია და კიდევ შეუძლია მეტის მიღწევა, როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში“, - თქვა კალერომ.

შეგახსენებთ, რომ ხულიან კალერო გიორგი ქოჩორაშვილთან „ლევანტეში“ მუშაობდა. ქართველი ფეხბურთელი „სპორტინგს“ 5.5 მილიონ ევროდ შეუერთდა და პორტუგალიის მოქმედ ჩემპიონთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.166581