„ნაპოლისა“ და „გალათასარაის“ შორის სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია და ვიქტორ ოსიმენი უდიდესი ალბათობით, თურქული კლუბის წევრი გახდება.
შეთანხმების დეტალები ასეთია: „გალათასარაი“ 40 მილიონ ევროს დაუყოვნებლივ გადაიხდის, ხოლო დანარჩენი 35 მილიონი ევრო 2026 წლის ივლისამდე უნდა გადაიხადოს.
გარდა ამისა, თუ მომდევნო ორი წლის განმავლობაში „გალათასარაი“ ოსიმენს იტალიაში გაყიდის, ტრანსფერის საფასურის 10% „ნაპოლის“ ერგება. ნიგერიელი სტამბოლელებთან კონტრაქტს 2029 წლამდე გააფორმებს და სეზონში მისი ხელფასი 18 მილიონი ევრო იქნება.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენმა გასულ სეზონში „გალათასარაიში“ იჯარით ითამაშა (41 მატჩი, 37 გოლი) და თურქეთის ჩემპიონი გახდა, ასევე მოიგო თურქეთის თასი. „ნაპოლიში“ ოსიმენი 2020-2024 წლებში თამაშობდა და 133 მატჩში 76 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე „ლილის“, „შარლერუასა“ და „ვოლფსბურგის“ წევრი იყო.